გურიაში მიცვალებული გაცოცხლდა – ,,დედა დავიტირე, აღარ სუნთქავდა, პულსი არ ესინჯებოდა”

გურიაში მიცვალებული გაცოცხლდა - ,,დედა დავიტირე, აღარ სუნთქავდა, პულსი არ ესინჯებოდა"გურიაში 87 წლის ქალი, რომელიც ოჯახის წევრებს გარდაცვლილი ეგონათ, ცოცხალი აღმოჩნდა.

მისი ქალიშვილი ტელეკომპანია ,,პირველებთან” ამბობს, რომ დედამისი აღარ სუნთქავდა.

-არც პულსი ესინჯებოდა და არც არაფერი… ბოლოს აღარც სუნთქავდა. ყველა შვილი ასე მოიქცეოდა _ ვიტირე. შემდეგ ჩემმა ძმამ შემთხვევით შეიხედა, დედაჩემი წამომჯდარი იყო და საწოლზე იჯდა. რომ მივედი და ვუთხარი, დედა რა იყო-მეთქი, მიპასუხა, კლინიკური სიკვდილი მქონდაო. თქვენი ხმა მესმოდა, მაგრამ ვერ გაგონებდითო, _ ამბობს ქალის შვილი „პირველთან”.

როგორც ყვებიან, ქალმა უდაბნო და უცნაური არსებები ნახა.