გურამ ბაღდოშვილი: ,,ბავშვს ავიყვან, თუ მექნება შანსი”

გურამ ბაღდოშვილი: ,,ბავშვს ავიყვან, თუ მექნება შანსი",,სარკე”, ლანა კიკნაძე

შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილ 20 წელი ევროპაში მოგზაურობდა და მუშაობდა, ძირითადად – პორტუგალიაში.,,ამ ქვეყანას დედულეთს არ დავარქმევ, რადგან დედაჩემი ნახევრად გერმანელი იყო, მაგრამ პორტუგალიამ ისე მიმიღო, როგორც საკუთარი შვილი: მომცა განათლება, შინაგანი და გარეგნული სიმდიდრე”, – ამბობს ,,სარკესთან” შეფმზარეული და თავის ცხოვრებაზე ყვება:

-1989 წელს დაიწყო ჩემი კარიერა,როცა მამა დავკარგე. ბიძაჩემმა მკითხა,რა გინდა,გააკეთოო. ვუთხარი, რესტორანში დამაწყებინე მუშაობა-მეთქი.ბიძაჩემი, სიმონა ნასყიდაშვილი, იყო გორში სასტუმრო “ინტურისტის” დირექტორი.მან მუშაობა დამაწყებინა სასტუმრო ,,აჭარაში”.

14 წლის ვიყავი.ყოველ დილას 6000 თხელი ბლინი უნდა მომემზადებინა.მენიუში იყო შეტანილი ბლინები ხაჭოთი,ხიზილალით… ვიყავი პუტკუნა, ცხოვრებისგან გულნატკენი – მამა ახალი გარდაცვლილი მყავდა. როცა ის ცოცხალი იყო, არაფერი გვაკლდა – სახლები, მოგზაურობა, ნადირობა…გარდაიცვალა და ეს ცხოვრებაც გაქრა.

–პორტუგალიაში როდის წახვედით?

–მანამდე მოსკოვში ვიყავი,1991 წელს.5 წლის მერე დავბრუნდი საქართველოში. მამულიჩამ რესტორან ,,ევროპის” შეფად დამაწყებინა მუშაობა, რესტორნის დირექტორი იყო. ლელა ახალგაზრდა გახლდათ – თხელი, ლამაზი გოგო, რომელიც მღეროდა “ევროპაში”.

–თქვენც კარგად მღერით…

–მოსკოვის სახელმწიფო მუსიკალურ სასწავლებელში მეგობრების დაჟინებული თხოვნით ჩავაბარე და 3 წელი ვისწავლე. მერე ნოდარ ანდღულაძის მოსწავლე ვიყავი… 1991 წელს პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ მალთაყვის წყალსათხილამურო კომპლექსში მიმიწვია.

–თქვენი პირადი ცხოვრებაც ისეთივე საინტერესო იქნება, როგორც სამსახურეობრივი.

–მარტოხელა მგელი ვარ. ჩემი ცხოვრება ისე ჩავაქსოვე პროფესიას, რომ ოჯახის შექმნის პერიოდი გამეპარა.დღეს ოჯახის შექმნა არ მაინტერესებს.

–არც შვილები?

–შვილები – კი, მაგრამ არ ვიცი, ეს როგორ მოხდება. თუ მექნება შანსი, ბავშვს ავიყვან.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”