გოგონა 550 გრამი დაიბადა – რას ამბობენ ბათუმის კლინიკაში

გოგონა 550 გრამი დაიბადა - რას ამბობენ ბათუმის კლინიკაშიბათუმში მცირე წონის ჩვილი დაიბადა, რომელიც ექიმებმა გამოაჯანმრთელეს და გუშინ გაწერეს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლიდან.

დაბადებისას ჩვილი 550 გრამს იწონიდა. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ბავშვების ნაადრევად დაბადების შემთხვევები საკმაოდ ხშირია, თუმცა ასეთი მცირე წონით, იშვიათად იბადებიან. პატარა გოგონა სამი თვის წინ, 25-ე კვირაზე დაიბადა და მან რამდენიმე თვე ახალშობილთა რეანიმაციაში გაატარა.

„გვქონია 600-გრამიანი, 800-გრამიანი ახალშობილების დაბადების პრაქტიკა, თუმცა 550-გრამიანი ახალშობილი პირველად გვყავდა. დაიბადა ძალიან ღრმად დღენაკლი, სამი თვე გაატარა ჩვენთან, ჰქონდა სხვადასხვა სახის პრობლემა, თუმცა ეს პრობლემები ეტაპობრივად დაიძლია, ლივია უკვე თავის მშობლებთან და უფროს და-ძმებთანაა“ – ამბობენ  კლინიკაში.

ბათუმელები