,,აჯანყებაა მის წინააღმდეგ, როგორ გაბედა სექსუალურობა, როცა 90/60/90 არ არის” – გოგონა გურამ შეროზიას კლიპიდან

,,აჯანყებაა მის წინააღმდეგ, როგორ გაბედა სექსუალურობა, როცა 90/60/90 არ არის'' - გოგონა გურამ შეროზიას კლიპიდანბლოგერი გურამ შეროზია წერს გოგონაზე, რომელიც მონაწილეობს მის ახალკლიპში ,,ლამაზია”:

,,ნათელა რევოლუციონერი გოგოა, სტანდარტულზე ცოტათი უფრო პუტკუნა და მაინც ლამაზი და ცეცხლოვანი.
ქართული “ადათ-წესების” მიხედვით ფუმფულა გოგონები კოჭებამდე კაბაში უნდა იმალებოდნენ – ის თამამად ირგებს ტოპებს, საცურაო კოსტიუმებს და ძალიან ესთეტიურ-გემოვნებიანადაც.
ტიკტოკზე ხანდახან მთელი აჯანყებაა მის წინააღმდეგ, როგორ გაბედა სექსუალურობა, როცა 90/60/90 არ არის?
ნათელას ეს არ ადარდებს, მან იცის, რომ ლამაზია, წესით ჰეითერებიც ხვდებიან და სავარაუდოდ ყველაზე მეტად მისი გამბედაობის, ხალასი ხასიათის და ფერადოვნების შურთ
მეტი რაღა სტერეოტიპის მსხვრევა გინდათ: ყველა პასპორტით ნათელა – ნათუკა, ნათკა, ნათია გახდა, ის ნათია იყო და ნათელლა მოსწონს ჟღერადობით და სულაც არ ადარდებს, რომ ერი ამ სახელს ასაკოვანი ქალის შესაფერისს სახელად თვლის. ასე და ამგვარად – მისი “ნათელაც” ლამაზია”.