,,20 წლის ასაკში დამაქვრივე, ჩვენი პატარას გამო მაინც როგორ არ დარჩი ამქვეყნად” – ტრაგედია ზესტაფონში

,,20 წლის ასაკში დამაქვრივე, ჩვენი პატარას გამო მაინც როგორ არ დარჩი ამქვეყნად" - ტრაგედია ზესტაფონშიზესტაფონში, სასაფლაოზე 32 წლის ირაკლი ღიბრაძის ცხედარი 30 აგვისტოს იპოვეს. ,,მეგა ტვ”-ს წყარო უყვება, რომ ცხედრის გვერდით ცეცხლსასროლი იარაღიც ეგდო. მისივე თქმით, არსებობს ეჭვი, რომ მან თავი მოიკლა, თუმცა ახლობლებს ამის არ სჯერათ. წყაროს თქმით, ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა კაცს 300.000 ჰქონდა ვალი და მხოლოდ 100.000-ის გასტუმრება მოახერხა, რის გამოც ის შესაძლოა, მოკლეს.

,,ჩემო სიყვარულო! როგორ არ შემიცოდე, ჩვენი პატარას გამო მაინც როგორ არ დარჩი ამქვეყნად. რა გავაკეთო, უსაზღვროდ რომ მიყვარხარ და უზომოდ რომ მომენატრები. როგორ უნდა გნახო, ჩემო ერთადერთო. 20 წლის ასაკში დამაქვრივე, როგორ გამიმეტე ამ ტკივილისთვის. შენ ხომ სულ მპირდებოდი, ყველაფერს გავაკეთებ, უბედნიერესი რომ იყოო. შენ ყველაზე კარგი იყავი, ვისაც კი ვიცნობ, ყველაზე კეთილი და ყველაზე ღირსეული. სამწუხაროდ, სწორედ ამან მოგიტანა ეს დასასრულიც. გპირდები, მთელ ჩემს ცხოვრებას შენზე ლოცვას დავუთმობ. შენს შვილს ღირსეულად გავზრდი და შენი ქვრივიც ღირსეულად მოვკვდები. შენ ხარ ჩემი უკანასკნელი სიყვარული, ჩემი სიამაყე, ჩემი უსაზღვრო ბედნიერება და ჩემი უდიდესი ტკივილიც შენ გახდი”, – წერს გარდაცვლილის მეუღლე.

,,მეგა ტვ”