,,180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა! ჩვენი კაპიტანი!” – ვინ არის პილოტი, რომელმაც საქართველო ტრაგედია ააცილა

,,180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა! ჩვენი კაპიტანი!" - ვინ არის პილოტი, რომელმაც საქართველო ტრაგედია ააცილაგუშინ საქართველო ტრაგედიას გადაურჩა. ,,აირზენას” თვითმფრინავმა, რომელსაც რეისი თბილისი-ვენის მიმართულებით უნდა შეესრულებინა, შასი ვერ დახურა. თვითმფრინავმა  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა. მანამდე ორი საათი თბილისის თავზე იფრინა, ავზი რომ დაეცალა, რადგან ამ დროს აფეთქების რისკია.

პილოტი, რომელმაც თვითმფრინავი მშვიდობიანად დასვა და 180 ადამიანი გადაარჩინა, თემურ თოლომაშვილია. მისი შვილი, პატარა ნეკო სოციალური ქსელის ვარსკვლავია. მისი ვიდეოები ძალიან პოპულარულია.

,,ნე­კოს მა­მი­კომ 180 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა. ჩვე­ნი კა­პი­ტა­ნი!” – წერენ სოციალურ ქსელში.

თემურ თოლომაშვილს და თამარ მერლანს ნეკო ათწლიანი ლოდინის შემდეგ ეყოლა.

,,10 წელი ვე­ლო­დე­ბო­დით ნე­კოს. შე­მოდ­გო­მის წვი­მი­ან დღეს და­ი­ბა­და ჩემი გა­ზა­ფხუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გო­გოა. თავ­ზე ნიშ­ნით და­ი­ბა­და და ვხუმ­რობთ ხოლ­მე, რომ უფალ­მა ვარ­სკვლა­ვი მო­წყვი­ტა და ჩვენ­თან გა­მო­უშ­ვა. ნეკო ნამ­დვი­ლად არის უფ­ლის სა­ჩუ­ქა­რი. სი­კე­თით სავ­სე გო­გოა, თვა­ლებ­ში ციმ­ცი­მა ვარ­სკვლა­ვე­ბით”, – წერს თა­მარ მერ­ლა­ნი.