26 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გუშინ ქუთაისში, მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ,,ბათუმელების” ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი თეა ბარამიძეა. მათივე ინფორმაციით, ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.
კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა ქალი ჯერ ბათუმის სამშობიარო სახლში იყო მოთავსებული. ხუთი დღის შემდეგ კი, როცა ორსულის მდგომარეობა დამძიმდა, ქუთაისში გადაიყვანეს. ქალი წუხელ გარდაიცვალა.
თეა ბარამიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

