მომღერალი ვერიკო ტურაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მშობლებიც დაინფირდნენ და იმ პროპაგანდის მავნებლობაზე წერს, რასაც ანტივაქსერები სჩადიან.
,,1 თვის წინ ჩემი მშობლები დაინფიცირდნენ კოვიდით. დედას აცრა ჰქონდა გაკეთებული და მამა აცრიდან გაგვექცა ამდენი დეზინფორმაციის კითხვით და სმენით. ნუ, შედეგიც შესაბამისად განვითარდა. დედამ უმარტივესად გადაიტანა და მამამ ძალიან მძიმედ და ჯერ ისევ ურთულეს ეტაპზე ვართ. ჩემი მშობლები არიან ასაკში და პირველივე დღიდან ჰოსპიტალიზაცია ვარჩიე და ჩემთვის უკვე ძალიან ძვირფასი ადამიანის დახმარებით შევძელი ეს ყველაფერი…
მამას წინ კიდევ ურთულესი სარეაბილიტაციო პერიოდი აქვს და იმედია, დავძლევთ. აიცერით, ხალხო, საკუთარ თავზე და ოჯახზე გამოვცადე აცრილის და აუცრელის უდიდესი სხვაობა! ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ”, – წერს ვერიკო ტურაშვილი.

