რამდენიმე დღეა, რაც ანტივაქსერები მწერალ ვაჟა შაქარაშვილის აცრის დროს გადღებულ ფოტოს ავრცელებენ და წერენ, რომ ადამიანებს აცრა არ იცავს.
ანტივაქსერებს ბატონი ვაჟას ქალიშვილმა, მხატვარმა მარიამ შაქარაშვილმა უპასუხა, რომ მამამისი მეორე აცრიდან მალევე დაინფიცირდა.
,,მეორე დოზის გაკეთებიდან ძალიან მალე დაინფიცირდა და ამის გამო, ვდარდობდი, რადგან ვიცოდი, რომ ეს დრო არ იქნებოდა საკმარისი ანტისხეულების გამოსამუშავებლად”, – ამბობს მარიამი ამბები.ჯი-სთან.
,,შორიდან გაცილებ, მამიკო, ჩემო სიხარულო… შენ ხარ მზე და ჩვენში გაანათებ… და შენ ვერაფერი ჩაგაქრობს…. შენ ხარ ჩემი მზე მამიკო… უცხო მიწიდან გემშვიდობები, თან ავე მარიას ვუსმენ.. ცრემლებს ვყლაპავ, ცალი თვალით კი უზარმაზარ მოლბერტს ვუყურებ… რამდენიმე წუთში სულ სხვა მარიამი განაგრძობს სიცოცხლეს, შენი სახელითა და სიამაყით დატვირთული, შენით გაძლიერებული… სულ რამდენიმე წუთში ჩემი თბილი ხელები დახატავენ, შენი ხელები კი უკვე ცივია, აღარ გამათბობენ, თბილ ლოყებზე ვეღარ შეგეხები, ვეღარ ჩამიკრავ გულში…
მაპატიე, შენს სითბოს რომ ვერ ვუძლებდი, მაპატიე, საკმარისად რომ ვერ გაფასებდი, მაპატიე, საჭირო სითბოს რომ ვერ გჩუქნიდი. შენ მე აღარასოდეს დამირეკავ, მაგრამ ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვექნება, ყოველთვის… ჩემთან იყავი, გიორგისთან და დედიკოსთან იყავი… მიყვარხარ, მამა! მშვიდობით, შეხვედრამდე მარადიულ სასუფეველში”, _ დაწერა მარიამმა.

