სოციალურ ქსელში პოპულარული მკურნალი ექიმი, მარინა ტოტოჩავა, რომლის მეთოდები და შეხედულებები ცნობილია, როგორც არატრადიციული, განმარტავს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რა პრობლემებზე მიუთითებს სახის კანის ესა თუ ის ფერი ან სხეულზე გამონაყარი:
– თუ სახე მოყვითალო გაქვთ, კუჭ-ნაწლავი და ელენთა გაწუხებთ. თუ კანი მოყვითალო-მომწვანოა, მაშინ ღვიძლია დაავადებული. თუ სახის კანი მოთეთროა, იმუნიტეტია ძლიერ დაქვეითებული. მოწითალო ან მოლურჯო ფერი სახეზე გულის დაავადებას ახასიათებს.
თვალებს შორის ღრმა ნაოჭის არსებობა კუჭისა და ღვიძლის ასპროცენტიან დაზიანებაზე მიუთითებს. თუ წითელი ტუჩები გაქვთ, მარტო სილამაზით თავს ნუ დაიიმედებთ. თქვენ მაღალი წნევით დაავადება გემუქრებათ და არ გაქვთ ჯანსაღი ფილტვი. მოლურჯო ტუჩების დროს ქოლესტერინი მაღალია. თუ ტუჩები ფერმკრთალია, მაშინ ორგანიზმში ჟანგბადი ძალიან დაქვეითებულია და თქვენი ჯანმრთელობა სასწრაფოდ შველას ითხოვს.
თუ ზურგზე ფურუნკული ანუ, როგორც მას ხალხი უწოდებს, მუწუკები გაქვთ, ფილტვი და თირკმლები არაჯანსაღად მუშაობს. თუ გულმკერდზე გაქვთ მუწუკები, ფილტვებში და გულშია პრობლემებია. თუ შუბლზეა მუწუკები, ჯერ ნაწლავების დაზიანება გემუქრებათ, შემდეგ კი – გულის, რადგან ამ დროს კალიუმის ნაკლებობაა.
ლოყაზე გამონაყარი ფილტვის დაავადებაზე მიგვანიშნებს. ცხვირზე მუწუკები თუა, გული უკვე სამკურნალოა, თუნდაც პატარა ასაკის იყოს ადამიანი. თუ გამონაყარი ტუჩების ირგვლივაა, სასქესო ორგანოებშია დიდი გასაჭირი.

