თეა ჩეჩელაშვილი: ,,ჩემ თვალწინ ითხოვდა შველას და ვერ ვშველოდით”

თეა ჩეჩელაშვილი: ,,ჩემ თვალწინ ითხოვდა შველას და ვერ ვშველოდით"ქუთაისელი ჟურნალისტი, თეა ჩეჩელაშვილი დიდ ტრაგედიას შეესწრო. გრიგოლეთში, ზღვაში 40 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო.

,,ის ახალ­გაზ­რდა კაცი გრი­გო­ლე­თის ზღვა­ში და­იხ­რჩო. ჩემ თვალ­წინ ითხოვ­და შვე­ლას და ვერ ვშვე­ლო­დით. თით­ქოს ყვე­ლამ თავისი საქ­მე გა­ა­კე­თა, მაგ­რამ გვი­ან და ამა­ოდ. დამ­ნა­შა­ვეა გულ­გრი­ლო­ბის­თვის ის მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც წიგნს მშვი­დად კი­თხუ­ლობ­და და ტალ­ღე­ბი ამ დროს სიკ­ვდი­ლის­კენ ით­რევ­და ამ უიღ­ბლოს. დამ­ნა­შა­ვეა სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ზემო ის­ტან­ცია, რო­მე­ლიც მშვიდ ზღვა­ზე უფრო ხში­რად და­ა­სე­ირ­ნებს სა­მაშ­ვე­ლო სკუ­ტე­რებს, ვიდ­რე, როცა ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბაა.

სა­ტი­რა­ლია 25 წუ­თის შემ­დეგ ძლივს და­სახ­მა­რებ­ლად მო­სუ­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის მეტს ვე­რა­ფერს სთა­ვა­ზობ­და გან­წი­რულს! გა­უფრ­თხილ­დით ერ­თმა­ნეთს…წამ­ში დევს ყვე­ლას ბე­დის­წე­რა…” – დაწერა თეა ჩეჩელაშვილმა.