,,თავისი რესტორნიდან საკვებს საკუთარი ხელით არიგებდა” – ახალგაზრდა ბიზნესმენი კოვიდმა შეიწირა

,,თავისი რესტორნიდან საკვებს საკუთარი ხელით არიგებდა" - ახალგაზრდა ბიზნესმენი კოვიდმა შეიწირაახალგაზრდა ბიზნესმენი, 46 წლის ზურა მეს­ხი კორონავირუსმა იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ის რუს­თა­ვის ცენ­ტა­ლურ სა­ა­ვადმყო­ფო­ში მკურნალობდა. მისი მდგომარეობა მო­უ­ლოდ­ნე­ლად დამ­ძიმ­და და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

„მე ერთი ამბავი დამამახსოვრდა. შარშან, დაახლოებით ამ დროს სოცდაუცველებს, სასწრაფოს, საავადმყოფოს ექიმებს, პოლიციელებს, მაშველებს (იმ ადამიანებს, რომლებიც გარეთ იყვნენ და შეზღუდვების მიუხედავად,  მუშაობდნენ) და ზოგადად, ვისაც იცნობდა და იცოდა, რომ სჭირდებოდა, საკუთარი რესტორნიდან საკვებს ურიგებდა, პირადად დადიოდა და ეხმარებოდა… ძალიან სამწუხაროა…”, – დაწერა ,,ინფორუსთავის” რედაქტორმა,  გიორგი ჩომახაშვილი.