დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თაკო გიგაურის პოსტმა, სადაც წერს: ,,დედას მიკლავენ ბოჭორიშვილის კლინიკაში მიზანმიმართულად, ხალხო. არ გაეკაროთ საავადმყიფოებს,
სცემენ მოხუცებს, ფსიქიკურად შლიან, მიშველეთ თუ ვუნმე მუშაობთ ამ დასაწვავ კლინიკაში”.
გიგაურის პოსტს გამოეხმაურა კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია, რომელმაც დაწერა:
,,სრულიად არალოგიკურ, არასდროს მომხდარ და წარმოუდგენელ ამბავს წერთ და საშინელ შეურაცხყოფას გვაყენებთ! რასაც თქვენ წერთ, კრიმინალია, გამოძიება სჭირდება და პროკურატურას უნდა მიმართოთ.
სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ ბოლო დროს ასეთ დამოკიდებულებას.. ვხედავ, რამდენი მოყვარული ყოფილა ლანძღვის. ალბათ თქვენს არც ერთ პოსტს აქვს ასეთი რაოდენობის გაზიარება! ლანძღვა ხომ უნდა აიტაცოს ყველამ! ჩათში რომ აგიხსნათ და დაგიმტკიცოთ, რომ არა ხართ მართალი, რას შეცვლის?..
უმეტესობამ კარგად იცის ჩვენს შესახებ და ყველაზე მეტი მოთხოვნა სწორედ ჩვენთანაა. დანარჩენი მკურნალ ექიმს გაესაუბრეთ და სანამ ჩირქს მოსცხებთ ვინმეს, ეგებ დააზუსტოთ ექიმთან ან დეპარტამენტის უფროსთან. არავისთან არაა კომუნიკაციის პრობლემა”.
ამ პოსტს გამოეხმაურა ექიმი თამო კობერიძე, რომელმაც დაწერა:
,,ბეჭებზე ვიბრაციული მასაჟი ცემა არაა. ყველგან კამერებია, ხალხო, ნუ გადამრიეთ. მასეთ ფაქტს არავინ დაუშვებს, ცემისთვის ვის სცალია? ამას წინათ ვიღაც გამოვიდა და აბამენ პაციენტებსო, ყვიროდა. დიას, აბამენ რეანიმაციაში და საკუთარი ოჯახის წევრი მყავდა დაბმული. როდესაც პაციენტს აქვს ენცეფალოპათია და აღარ არის მისი დაძინებაც რეკომენდებული, ამ დროს ხდება კიდურების ფიქსაცია, რომ, მაგალითად,ცენტრალური კათეტერი ან შარდის ბუშტის კათეტერი არ მოიგლიჯოს და უფრო დიდი ზიანი არ მიაყენოს თავს… ვინმემ რომ იცოდეს, თითოეული გარდაცვლილი პაციენტი რამხელა ტკივილია, ჯალათებს არ დაგვარქმევდნენ.რამდენი უძილო ღამე, რამდენი ცრემლი გვაქვს, რომ იცოდნენ, ეეჰ…”.

