შმაგი ვეფხვაძე: ,,სარფში, კარვებში შევგროვდეთ და დაველოდოთ მიშას, თუ ჩამოვა, წამოვყვეთ”

შმაგი ვეფხვაძე: ,,სარფში, კარვებში შევგროვდეთ და დაველოდოთ მიშას, თუ ჩამოვა, წამოვყვეთ"ენმ-ის წევრი შმაგი ვეფხვაძე მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების გეგმაზე სოციალურ ქსელში წერს:
,,უნდა შედგეს სია, სამშობლოსათვის გულანთებული 1000 (ათასი) ჯიგარკაციანი დავდგეთ საზღვარზე და დაველოდოთ მიშას. არც პარლამენტის წინ და არც კანცელარიასთან, სარფში, ზღვისპირას, კარვებში უნდა შევგროვდეთ და უნდა შემოუერთდეს ამ ათას კაცს რაც შეიძლება ბევრი ადამიანი. რამდენიმე დღე მოგვიწევს იქ ყოფნა და თუ ჩამოვა მიშა, წამოვყვეთ, ბოლომდე დავუდგეთ და დავიცვათ იგი, რომ მან მერე საქართველო დაიცვას. თუ არ ჩამოვა, მერე უკვე იქვე ავირჩევთ მეთაურსაც და ნიჭიერ თავკაცებსაც, იმ სამშობლოსთვის თავდადებულ პატრიოტებში. უნდა გაკეთდეს ამის ორგანიზება!”.
ფოტოზე: მიხეილ სააკაშვილი სარფში (არქივი)