,,სალომეეე, ამდენი ბრძოლა როგორ წააგე…” – საფრანგეთში სალომე ჭითანავა გარდაიცვალა

,,სალომეეე, ამდენი ბრძოლა როგორ წააგე..." - საფრანგეთში სალომე ჭითანავა გარდაიცვალასაფრანგეთში სალომე ჭითანავა გარდაიცვალა. ის 4 წლის განმავ,ობაში მძიმე სენს ებრძოდა. ბოლომდე იმედი ჰქონდა, რომ გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ… სალომეს 2 შვილი დარჩა.

,,სალომე, სალომეე… შენ ხომ მითხარი, უკეთ ვარო, შენ ხომ მითხარი,  საფრანგეთში უკეთ მკურნალობენ ამ დაავადებასო, შენ ხომ უნდა გეცოცხლა, უნდა გეცოცხლაა… ახლა ვათვალიერებ მესიჯებს და გული მეგლიჯება. ამდენი ბრძოლა როგორ წააგე… ნეტა, ვინმემ მითხრას, რომ ტყუილია”, – დაწერა პოეტმა დიკა სალაყაიამ.