“სადისტი უნდა იყო, ეს სურვილი რომ გაგიჩნდეს” – ნუგზარ სულაშვილი ბიძინა კულუმბეგოვის წინააღმდეგ

"სადისტი უნდა იყო, ეს სურვილი რომ გაგიჩნდეს" - ნუგზარ სულაშვილი ბიძინა კულუმბეგოვის წინააღმდეგსაფრანგეთში მცხოვრებმა ნუგზარ სულაშვილმა ფეისბუქში ბიძინა კულუმბეგოვი გააკრიტიკა::

“ამ იმუნოლოგ “ჭკუის კოლოფს” გადაეცით, რომ პანიკა, შიში და დეპრესია არ შეიძლება. ამ დროს ორგანიზმი სტრესს განიცდის, იმატებს კორტიზოლის დონე, რომელიც უბრალოდ, ანადგურებს იმუნიტეტს.
ექიმი უპირველესად ნიშნავს ნდობას და პროფესიონალიზმს.
რომ არა დილეტანტიზმი და პოპულიზმი, მერწმუნეთ დღეს ქვეყანა ამ სავალალო მდგომარეობამდე არ მივიდოდა.
პანიკურმა შიშმა წარმოქმნა მედიცინაში კოლაფსი, რომელმაც უმართავი გახადა არა მხოლოდ საქართველოს ჯანდაცვა, არამედ მსოფლიოში არსებული განვითარებული ჯანდაცვის სისტემები.
ადამიანი სადისტი უნდა იყო, როდესაც სურვილი გაგიჩნდება მილიონობით ადამიანს აჩვენო, როგორ ხროტინებენ სარეცელს მიჯაჭვული ავადმყოფები და მოსალოდნელი შიშით წინასწარ გამოუტანო მათ სიკვდილის ვერდიქტი!”

ნუგზარ სულაშვილი ბიძინა კულუმბეგოვის ამ პოსტს გამოეხმაურა:

“ახლა CNN – ზე ინტენსიურ თერაპიაში მწოლიარე პაციენტებს ანახებენ, რომელთაც ჟანგბადის კაფსულა აქვთ ცხვირზე მორგებული, ქოშინებენ და ამბობენ: ძალიან ვნანობთ აუცრელობასო, ყველას გადაეცითო, რომ ასეთი შეცდომა ცხოვრებაში არ დაუშვათო.

სამწუხაროდ, ამ დროს, ჩვენი ქვეყნის კლინიკებში 6835 ადამიანი მკურნალობს და მათი 99.9% აუცრელია. არ იქნება ცუდი, თუ პაციენტების თანხმობით ჩვენი ტელევიზიებიც მოგვასმენინებენ ასეთი ადამიანების აზრს,”