სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელი, მარიამ კუკუნაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომ მისი კლინიკის ექიმი-რადიოლოგი, ნინო ნაცვლიშვილი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას მშობიარობამდე 2 კვირით ადრე კოვიდი დაემართა.ბავშვი გადარჩა, ახალგაზრდა ექიმი მართვით სუნთქვაზე იყო. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
,,ჩვენი თვალებციმციმა ნინო. საუკეთესო ექიმი, კოლეგა, ადამიანი…რამხელა ტკივილია, დაჯერებაც არ მინდა. აიცერით, ადამიანებო”, – დაწერა მარიამ კუკუნაშვილმა.

