,,ფილ­ტვის და­ზი­ა­ნე­ბის ინ­დექ­სი იყო 17 ქულა, აცრილი არ იყო” – რას ამბობენ კლინიკაში, სადაც მშობიარე გარდაიცვალა

,,ფილ­ტვის და­ზი­ა­ნე­ბის ინ­დექ­სი იყო 17 ქულა, აცრილი არ იყო" - რას ამბობენ კლინიკაში, სადაც მშობიარე გარდაიცვალაქუ­თა­ის­ში, კლი­ნი­კა „ბო­მონდში“ სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 26 წლის ქალი გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კლი­ნი­კის კო­ვიდ­გან­ყო­ფი­ლე­ბის მე­ნე­ჯერ­მა, მა­მია ყი­ფი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, პა­ცი­ენ­ტი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში 20 აგ­ვის­ტოს ბა­თუ­მი­დან შე­იყ­ვა­ნეს. გა­და­უ­დე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო 36 კვი­რის ორ­სულს სა­კე­ის­რო კვე­თა ჩა­უ­ტარ­და, რის შემ­დე­გაც რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მო­ა­თავ­სეს. პა­ცი­ენ­ტი ოთხ დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

კლი­ნი­კა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი იყო, მას ფილ­ტვე­ბის 70 პრო­ცენ­ტი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

„20 აგ­ვის­ტოს კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დის მიერ ბა­თუ­მის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლი­დან იქნა გად­მოყ­ვა­ნი­ლი 26 წლის გოგო, 36 კვი­რის ორ­სუ­ლო­ბის ვა­და­ზე, ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნი­ით, სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბით. ჩვენ­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის შე­დე­გად, ფილ­ტვის და­ზი­ა­ნე­ბის ინ­დექ­სი იყო 17 ქულა.

გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩა­ტარ­და სა­კე­ის­რო კვე­თა. და­ი­ბა­და მდედ­რო­ბი­თი სქე­სის ახალ­შო­ბი­ლი. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. სა­კე­ის­რო კვე­თის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ მე­ლო­გი­ნე გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქნა რე­ა­ნი­მა­ცია-ინ­ტენ­სი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. CPAP მხარ­და­ჭე­რით რამ­დე­ნი­მე დღე გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბას. მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გუ­შინ ეს ქალ­ბა­ტო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

ქალ­ბა­ტო­ნი აც­რი­ლი არ იყო, რა თქმა უნდა. რო­გორც ხე­დავთ, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ დამ­ძიმ­და სი­ტუ­ა­ცია, ორ­სუ­ლებ­სა და მე­ლო­გი­ნე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს კო­ვი­დინ­ფექ­ცია. ეს კი­დევ ერთი სამ­წუ­ხა­რო მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მოხ­დეს ყვე­ლა ორ­სუ­ლის აცრა“, – გა­ნა­ცხა­და მა­მია ყი­ფი­ან­მა.

ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენტს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აცრა არ ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი.