ნიკა გვარამია: ,,მე მაქვს შესაძლებლობა, შვილებს აქ ვასწავლო, მაგრამ სხვა ბავშვებმა რა ქნან?!”

ნიკა გვარამია: ,,მე მაქვს შესაძლებლობა, შვილებს აქ ვასწავლო, მაგრამ სხვა ბავშვებმა რა ქნან?!",,მთავარის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თავისი შვილების სკოლაზე წერს, სადაც სწავლება კოვიდრეგულაციების მკაცრი დაცვით დაიწყო.
,,ჩემი შვილები დღეს დილით სკოლაში წავიდნენ და ბედნიერები მობრუნდნენ უკან. სკოლაში ყველა და ყველაფერი აცრილია, ყველას და ყველაფერს პირბადე უკეთია, მერხებს შორის დაცულია დისტანცია, ბავშვები შესვენებაზე ეურთიერთებიან მხოლოდ საკუთარ კლასელებს, ყველაფერი დღეში რამდენჯერმე დეზინფიცირდება, კვირაში ერთხელ ყველა ბავშვი გადის ტესტირებას,
კლასში უმცირეს სურდოზეც კი მთელი კლასი გადადის ონლაინ სწავლებაზე. მშობლები არ დაიშვებიან სკოლის ტერიტორიაზე, ბავშვებს ეკრძალებათ სკოლაში მოსვლა, თუ ოჯახის რომელიმე წევრს სურდო მაინც აქვთ.
ეს სკოლა ფასიანია და მე მაქვს შესაძლებლობა, შვილებს აქ ვასწავლო. და რა ქნან ბავშვებმა, ვის მამებს და დედებს ამის შესაძლებლობა არა აქვთ? როგორ მიიღონ განათლება? როგორ განვითარდნენ? როგორ იყვნენ ბედნიერები თანატოლებთან ურთიერთობით? და იმ ბავშვებმა საერთოდ რაღა ქნან, ვისაც ონლაინ სწავლების შესაძლებლობაც კი არ აქვს?! რას უშვრებით ამ ქვეყნის მომავალს?!