ნიკა გვარამია: ,,ამ აპლიკაციით შესაძლებელია, მაშინაც გისმინონ, როცა ტელეფონით არ საუბრობთ”

ნიკა გვარამია: ,,ამ აპლიკაციით შესაძლებელია, მაშინაც გისმინონ, როცა ტელეფონით არ საუბრობთ'',,მთავარის” ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ,,ვოთსაპი” უსაფრთხო აღარ არის.

,,მეგობრებო, 3 კვირაა საქართველოს მთავრობას ,,ვოთსაპის” 5000 ნომრის ლიმიტი მისცეს. გადადით სიგნალზე და დაემშვიდობეთ ,,ვოთსაპს”. წაშალეთ აპლიკაცია, შესაძლებელია ტელეფონის მეშვეობით გისმინონ მაშინაც, როცა არ საუბრობთ. მე ვშლი ,,ვოთსაპს”, იქ ვეღარ მიპოვით”.