ნანუკა გულუა სამძიმარს იღებს – ,,როგორ გაჩერდა ჩემს დიდ ოჯახში ცხოვრება”

ნანუკა გულუა სამძიმარს იღებს - ,,როგორ გაჩერდა ჩემს დიდ ოჯახში ცხოვრება'',,ჩცდ”-ს მსახიობ ნანუკა გულუას ოჯახის წევრი კორონავირუსით გარდაეცვალა. სოციალურ ქსელში თავის დიდ ტკივილზე დაწერა”
,,მე რომ პატარა ვიყავი, თემო და თამუნა ახალწამოჩიტულ ასაკში იყვნენ, ისინი მეგონა სილამაზის მეტრები. ყველას ვეუბნებოდი, მათი მამიდა ვარ-მეთქი და არანორმალურად ვამაყობდი.
თემო მეუბნებოდა, შენ რომ მოკვდები, ჩემი შვილები იტყვიან, მამაჩემის მამიდა მოკვდაო და ვინ დაგიტირებსო. სულ ხალისიანი იყო და თავისი აშხვართული ტანით და თეთრი კბილებით ბიჭი არ სჯობდა.
თაკოს საპატარძლო კაბას რომ ვუკერავდი, თან ვლოცულობდი, თემოს არ მოვეკალი… ქორწილში თემო რჩება თუ მიდისო, ვხორხოცებდით ყველა. გაბედავების სახლში რომ კარი არ იკეტებოდა და სულ სავსე იყო, სულ სიცილ-კისკისი რომ გამოდიოდა, მანანა 60 თავ საჭმელს ბედნიერი რომ აკეთებდა…
როგორ გაჩერდა ჩემს დიდ ოჯახში ცხოვრება უშენოდ… როგორ გაშავთეთრდა. ისე როგორ მიდიხარ, რომ ვერ გაკოცე და ვერ ჩაგეხუტე…გული გამისკდება ამაზე ფიქრით!”.