,,სამწუხაროდ ეს არ არის პიკი. ამას თვეების წინ ვამბობდი და პასკვილების პერსონაჟი გავხდი მაშინ. ახლაც იგივე, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანებს მიხედონ, ისევ ჩვენზე აცხობენ პასკვილებს. ვერ ვიჯერებ, რომ რეალური ადამიანები არიან და ასეთი გულგრილობა შეუძლიათ”, – წერს ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი ჟურნალისტ ეკა კვესტიაძის პოსტის კომენტარში.
,,ამ ხელისუფლების ბოროტების ბანალურობამ მიგვიყვანა ტრაგედიების ბანალურობამდე. 74 ადამიანი გარდაიცვალა გუშინ, 74 ადამიანი. ღარიბაშვილი – ეს ბოროტი კლოუნი უნდა დაისაჯოს!” – წერს ეკა კვესიტაძე.

