,,მთელ სოფელს გლოვის დღე დაგვიდგა” – ბახვში და-ძმა კოვიდმა იმსხვერპლა

,,მთელ სოფელს გლოვის დღე დაგვიდგა" - ბახვში და-ძმა კოვიდმა იმსხვერპლაოზურ­გე­თის სო­ფელ ბახვში კო­რო­ნა­ვირუს­მა და-ძმა, ეკა და კახა ბოლ­ქვა­ძე­ე­ბი შე­ი­წი­რა.

„ჩემი პა­ტა­რა სოფ­ლის­თვის მო­ი­ცა­ლა სიკ­ვდილ­მა, ზე­დი­ზედ წა­იყ­ვა­ნა სა­უ­კე­თე­სო და გა­მორ­ჩე­უ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, კახა ბოლ­ქვა­ძე სულ ახა­ლი თავ­ზარ­დამ­ცე­მი ტკი­ვი­ლია! რამ­დე­ნი­მე დღის წინ მისი ულა­მა­ზე­სი, სი­ცო­ცხლით სავ­სე და ეკა იმ­სხვერ­პლა კო­ვიდ­მა…

სი­ტყვე­ბი სა­დღაც გაფ­რინ­და, ვერ ვა­ხერ­ხებ ნუ­გე­ში ვცე სი­ბე­რე­გამ­წა­რე­ბულ მშობ­ლებს, ასე­ვე უპა­ტი­ოს­ნეს და უკე­თილ­შო­ბი­ლეს ადა­მი­ა­ნებს.

ხუთი ობო­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა ეკას­გან და კა­ხას­გან მათ იმედ­ზე, ძნე­ლია კი­ა­რა­და უძ­ნე­ლე­სი… ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს, მთელს სო­ფელს, ბახ­ვის წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მრევლს, გლო­ვის დრო დაგ­ვიდ­გა… ნა­თე­ლი და­უმ­კვიდ­როს უფალ­მა კა­ხას სულს!” – წერს ბახ­ვის სკო­ლის დი­რექ­ტო­რი,მზია ვა­შა­ლო­მი­ძე.