მიმტანმა გოგონამ ინგლისურში 80-დან 80 ქულა აიღო! – ,,კაფეში ხალხს ვემსახურებოდი, თურმე მირეკავდნენ, მე ყურადღება არ მიმიქცევია”

მიმტანმა გოგონამ ინგლისურში 80-დან 80 ქულა აიღო! - ,,კაფეში ხალხს ვემსახურებოდი, თურმე მირეკავდნენ, მე ყურადღება არ მიმიქცევია"ბათუმელმა ლიკა რუსიამ ინგლისურში მაქსიმალური, 80-დან 80 ქულა აიღო. ლიკამ ბათუმის სკოლა დაამთავრა და ერთ-ერთ კაფეში მუშაობს მიმტანად.

„როცა ინგლისურის გამოცდის შედეგები დაიდო, მე ტელეფონი მქონდა დასამუხტი და არ მიმიქცევია ყურადღება, თანაც, კაფეში იმ დღეს ბევრი ხალხი იყო. თურმე სახლიდან მირეკავდნენ ტელეფონზე და ვერ დამიკავშირდნენ. მერე მოუფიქრებიათ და მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზავნეს საგამოცდო ცენტრში. მალევე მიუღიათ პასუხი – 80 ქულა. მაშინვე მამაჩემი სახლიდან გამოიქცა და კაფეში მომაკითხა… თავიდან ყურადღება ვერც კი მივაქციე, ხალხს ვემსახურებოდი, მერე დამიძახა, ნახე, ინგლისურის გამოცდის შედეგიო? არა-მეთქი და გაოცდა. 80 ქულა აგიღია შენო, ძალიან გახარებული იყო… დაბნეული ვიყავი, სამსახურში მომილოცეს მერე ერთხმად, – მოუყვა ლიკა ,,ბათუმელებს”.

ბათუმელები