“მეტის თქმა აქ ზედმეტია” – ლანა ნიკოლეიშვილი ახმეტელ სტუდენტს საკუთარ სახლში უსასყიდლოდ აცხოვრებს

"მეტის თქმა აქ ზედმეტია" - ლანა ნიკოლეიშვილი ახმეტელ სტუდენტს საკუთარ სახლში უსასყიდლოდ აცხოვრებს“მეგობრებო! ჩემთან მცხოვრები გოგონა უკვე შევარჩიე“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ლანა ნიკოლეიშვილმა დაწერა, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეჭირვებულ სტუდენტს საკუთარ საცხოვრებელს სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობდა, რათა სტუდენტს უნივერსიტეტში სწავლისთვის რაიმე სახის შეფერხება არ ჰქონდა.

მისით თქმით, შერჩეული კანდიდატი ახმეტის მუნიციპალიტეტიდან არის და მის სასარგებლოდ გადაწყვეტილება მხოლოდ ადამიანური საქციელიდან გამომდინარე მიიღო.

“ახმეტიდანაა. მხოლოდ ადამიანური კრიტერიუმით. მან მოხსნა თავისი კანდიდატურა, სხვათა სასარგებლოდ. მეტის თქმა აქ ზედმეტია.
დანარჩენ ბავშვებზე ვიზრუნებთ თქვენის კეთილშობილი გადაწყვეტილებით, ერთობლივი ძალებით, თუ როგორ დავაბინავებთ მათ.ვეცდებით ისეთი ფართის ბინები მოვძებნოთ, სადაც ორი ან სამი გოგონა შესახლდება. მერე,როცა გათვითცნობიერდებიან, იპოვიან მეტ საშუალებას და ალბათ თავად გადაწყვეტენ თუ როგორ გააგრძელონ ამ რთულ ყოფაში ბრძოლა სწავლისა და შრომისათვის.

ყველა სტუდენტს,რომელიც დაბინავებული იქნება ჩვენ მიერ, მოეთხოვებათ სწავლა მაქსიმალური შედეგებით. ამას პირადად გავაკონტროლებ. უნდა მიიღონ მაღალი დონის ცოდნა.მხოლოდ ეს მოთხოვნა მექნება მათთან.

კიდევ ერთხელ ვრწმუნდები,რომ ადამიანობა არსებობს“,- წერს ლანა ნიკოლეიშვილი.

ლანა ნიკოლეიშვილის 16 წლის შვილი, სოფო ნიკოლეიშვილი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა. 2019 წლის 27 მაისს სოფო ნიკოლეიშვილი ლაგოდეხის ნაკრძალში, ექსკურსიაზე თანაკლასელებთან და მასწავლებელთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც გოგონა მდინარის დინებამ წაიღო, 16 წლის გოგო მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

პრაიმ ტაიმი