სამედიცინო პლარფორმა ,,მედგიდი”, რომელიც პანდემიის დროს პაციეტებს უანგაროდ ეხმარებოდა, მოულოდნელად სოციალური ქსელებიდან გაქრა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ექიმმა სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა.
-მიზამნიმართული შეტევის შედეგად სრულიად მოულოდნელად გაქრა სოციალური ქსელებიდან. ჯგუფი, რომელსაც სკიეთეის მეტი არაფერი გაუკეთებია, ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ეწეოდა სამედიცინო დამხარება, ძალიან ხშირ შემთხვევაში კი სრული სამედიცინო დახმარება.
პანდემიის პიკი როცა იყო და ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაცია შეუძლებელი იყო, მაშინ გადავწყვიტეთ, ერთგვარი მედიატორის ფუნქცია შეგვესრულებიდა. ,,მედიაგიდმა” ძალიან ბევრი, ასობით ადამიანი გადაარჩინა. მაქვს შეგრძნება, რომ საკუთარი შვილი წამართვეს. 24 საათიანი მუშაობით ასობით ადამიანს სიცოცხლე შევუნარჩუნეთ. პროფესიონალი ექიმები ეხმარბეოდნენ ჩვენი ჯგუფის წევრებს, ექიმები, რომლებთან მოხვედრაც შეუძლებელია თვეობით, ყოველდღე ისხდნენ და ჯგუფის წერვების კითხვებს პასუხობდნენ. ალბათ ვიღაცის ინტერესები გადავკვეთეთ და მიზანმიმართული შეტევის შედეგად ,,მედგიდი” აღარ არსებობს, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

