“მარჯვენა თვალით ვერ ვხედავდი და ფაიზერით აცრის შემდეგ გამოსახულებას ვხედავ” – მაია რამიშვილი

"მარჯვენა თვალით ვერ ვხედავდი და ფაიზერით აცრის შემდეგ გამოსახულებას ვხედავ" - მაია რამიშვილიმაია რამიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“აცნობეთ მსოფლიოს, რომ ,, ფაიზერი “ მხოლოდ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა არ ყოფილა )) !
აცრა გავიკეთე გუშინ და იცით, რა მოხდა?
მარჯვენა თვალში მხედველობა არ მქონდა და აცრიდან მეორე დღეს გამოსახულებას ვხედავ!
როგორც ჩანს იმუნურ სისტემაზე ,, ფაიზერი “ სერიოზულ ,, წესრიგს “ ამყარებს ..
მე არ ვარ ექიმი , მე მხოლოდ იმას გიყვებით რაც მოხდა !
ჩემი დიაგნოზი- ,, გაფანტული სკლეროზია “ ! აცრის წინ ვესაუბრე ჩემთვის ყველაზე საოცარ და კომპეტენტურ ადამიანებს : ( პროფესორ მარინა ჯანელიძეს Marina Janelidze , რომელიც წლებია ჩემს დიაგნოზს მართავს ! ალერგოლოგ-იმუნოლოგ -ბიძინა კულუმბეგოვს Bidzina Kulumbegov და ნევროლოგ -ნათია ოკუჯავას Natela Okujava) შემდეგ კი ,
მშვიდად წავედი სამედიცინო უნივერსიტეტის შენობაში დაჯავშნილ ვიზიტზე ! არავითარი უკუჩვენება არ მქონია აცრის შემდეგ . ამ ამბავსაც მათთვის ვყვები, ვისაც აცრის ეშინია, თორემ ჩემს ექიმებს უკვე ვაცნობე ამბავი და ასეთი შემთხვევები კვლევის საგანი გახდება …
კლინიკაში რაც მოხდა, ესეც ცალკე თემაა ..
ვიდრე ავიცრიდი გასაუბრებაზე მიმიღო ახალგაზრდა , საოცარმა ექიმმა -ნინო ხურციძემ !
ნინოზე ახლობელი გუშინ არავინ იყო ჩემთვის !
სრულიად უცხო ადამიანი ვიჯექი მის წინ და გამაოცა ამ ახალგაზრდა გოგოს დამოკიდებულებამ ..
დეტალურად შეისწავლა ჩემი ჯანმრთელობა . განიხილა ჩემი დაავადება . დეტალურად ამიხსნა რა ხდება როცა ორგანიზმში ვაქცინა შედის ..ჩემთან ერთად იცინა, იტირა კიდეც.
მერე შესვენება აიღო რამდენიმე წუთი და გამომყვა აცრაზეც .. ცრემლი რომ შემამჩნია, მკითხა:
– მაია, გინდა გადავიფიქროთ რამდენიმე წუთით და გავისეირნოთ? ან სხვა დროისთვის დაგარეგისტრიროთ ?
– არა, ნინო. სიკვდილის არ მეშინია, იქ ხომ შვილი მელოდება! – ვუთხარი, გავუღიმე და ავიცერი!
თვალი არ მოუშორებია ის 5 წუთი! სპეციალურად მომაყოლა რაღაც ამბავ !
ნინო ხურციძე, მადლობა დიდი ადამიანობისთვის ! მადლობა თეთრი ხალათისთვის ..
ნინო ორსულადაა . კოვიდგადატანილი .
ბედნიერი დედობა ნინოს !
ბედნიერი შემთხვევები ყველას ვინც აიცერით, ვინც უნდა აიცრათ და ვისაც ჯერ კიდევ გეშინიათ”