მარიკა ბაკურაძე: ,,დედაჩემი დღითიღე მძიმდება, ექიმი კი არ გვიკავშირდება’

მარიკა ბაკურაძე: ,,დედაჩემი დღითიღე მძიმდება, ექიმი კი არ გვიკავშირდება'„იმედის“ წამყვანი მარიკა ბაკურაძე წერს, რომ დედამისი კოვიდინფიცირებულია, მაგრამ მას ექიმი არ უკავშირდება.

„დედაჩემის კორონა დღითიდღე მძიმდება, მე-8 და ყველაზე რთული დღეა დღეს, მე ჩემი ცოდნით, ტრადიციულად ალექსანდრე გოგინავას შეწუხებით, ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ საკმაოდ რთულ პაციენტს ექიმი არ ჰყავს. ადამიანი არ არსებობს, ვინც მისი კოვიდის მართვაზე პასუხისმგებლობას აიღებს.

მოჯადოებული წრეა: თუ ჯანდაცვიდან ოჯახის ექიმი არ დარეკავს, სხვა ექიმი პაციენტს ხელს არ მოჰკიდებს.

არადა, ეს ჯანდაცვის უჩინარი ექიმი არ რეკავს. უკვე მე-6 დღეა, ჩემი ყოველი დილა იწყება 1505-ზე დარეკვით, მპასუხობენ, ვკარნახობ, ვუხსნი სიტუაციას და მეუბნებიან – მონიტორინგს გადავცემთ. ასე მონიტორინგზე გადაცემული ვართ 6 დღეა, მაგრამ რად გინდა? იმის იქით არაფერი.

1505 და 112, ორივეს ერთი პასუხი აქვს – ჩვენ მხოლოდ მედიუმი ვართ, ქალბატონო და მხოლოდ გადაცემა შეგვიძლია. კი ბატონო, გავიგე, მაგრამ გადაცემა რომ არაფერს შველის?

დღეს აღარ დავრეკავ, რა აზრი აქვს, არადა დღესაა ყველაზე მძიმე, მე-8 დღე. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – რა ვქნათ? დაგირეკოთ დღესაც? ისევ მონიტორინგს გადაგვცემთ? (აცრილია „სინოფარმის“ ერთი დოზით)“ – წერს მარიკა ბაკურაძე.