საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში წერს, რომ ქუთაისში ქორწილი გადაიხადეს, მასპინძლებს ჯარიმის ხარჯი წინასწარ ჰქონდათ გათვალისწინებული.
„ახლახან ასეთი ამბავი გავიგე – ქუთაისში გაიმართა დიდი ქორწილი, თავისი ტაშფანდურით და ,,ტრადიციული” სმა-ჭამით. გათვალისწინებით იმისა, რომ ამ ტიპის თავყრილობები ჯარიმდება, ქორწილის ხარჯებში ეს ჯარიმაც წინასწარ გათვლილი იყო. რაზე ვლაპარაკობთ, ღმერთმანი,“ – წერს მაკა ჩიჩუა.

