ანჩისხატის ტაძრის მღვდელმსახურის, დეკანოზ აკაკის (მეგრელიშვილი) გარდაცვალება ანტივაქსერებმა სათავისოდ გამოიყენეს და ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ის ორჯერ იყო აცრილი, მაგრამ ვაქცინამ ვერ დაიცვა.გელასი აროშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,როგორ ვრცელდება დეზინფორმაცია. ინფორმაცია, რომელსაც საპატრიარქოს სასულიერო პირები ავრცელებენ:
,,63 წლის ასაკში კორონავირუსულ ინფექციას ემსხვერპლა ანჩისხატის ტაძრის მღვდელმსახური
დეკანოზი აკაკი (მეგრელიშვილი). მამა აკაკის ,,ფაიზერის” აცრის მეორე დოზის გაკეთების შემდეგ შეხვდა კოვიდი მძიმე ფორმებში. ოჯახის ახლობელი და ნათესავი: Nona Megrelishvili”. ერთი თვის წინ გადაიტანა კოვიდი. გადაიტანა იმიტომ, რომ ორჯერ აცრილი იყო! სხვა რთული დაავადება ჰქონდა (ღვიძლის კიბო) და ვეღარ გაუძლო ორგანიზმმა, სამწუხაროდ.. ნათელი და სანთელი მის სულს!”.
,,დასანანია მოძღვარი აკაკი მეგრელიშვილის გარდაცვალება. ის, სარწმუნო ინფორმაციით, გარდაიცვალა ღვიძლის ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული ნეგატიური შედეგების გამო. ხოლო კორონა ზუსტად გადაიტანა ორჯერ აცრის წყალობით, ამბობენ ოჯახის ახლობლები”, – წერს კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია.

