,,იმ ექიმმა როგორ უნდა იცხოვროს?! მის ერთ სიტყვას შეეძლო, გადაერჩინა” – 19 წლის გოგო მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

,,იმ ექიმმა როგორ უნდა იცხოვროს?! მის ერთ სიტყვას შეეძლო, გადაერჩინა" - 19 წლის გოგო მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალაბოკერიას სახელობის კლინიკაში 19 წლის კოვიდინფიცირებული ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ქალს თანმხლები დაავადებები არ ჰქონია.

როგორც ,,ფორმულას” კლინიკაში უთხრეს, 30 ივლისს ის საავადმყოფოში ინფიცირებული შეიყვანეს, 1-ელ აგვისტოს საკეისრო კვეთა გაუკეთდა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა კოვიდის გართულებების გამო დამძიმდა.

მათივე თქმით, ჩვილი ინფიცირებული არ არის. საქართველოში კორონავირუსით ორსულის გარდაცვალების 11 შემთხვევაა დაფიქსირებული.

საქართველოში ორსულების აცრა ფაიზერის ,,ვაქცინითაა” შესაძლებელი.

ექიმი დავით გაგუა ორსულებს მოუწოდებს, აიცრან. ,,ფაიზერის” ვაქცინა უსაფრთხოა მათთვის.

,,აცრილი რომ ყოფილიყო, შანსი ექნებოდა, გადარჩენილიყო. იმ ექიმმა, რომელმაც უთხრა,  ორსულად ხარ და არ აიცრაო, როგორ უნდა იცხოვროს? ამ ექიმის ერთ სიტყვას შეეძლო, გადაერჩინა”, _ განაცხადა დავით გაგუამ გუშინ გარდაცვლილ 26 წლის ორსულზე.