გუჩის პატრონი თამაზ ელიზბარაშვილს: ,,შეგხვდებით და საკადრის პასუხს მიიღებთ! რა პოლონეთი?! რა გაჭირვება?!”

გუჩის პატრონი თამაზ ელიზბარაშვილს: ,,შეგხვდებით და საკადრის პასუხს მიიღებთ! რა პოლონეთი?! რა გაჭირვება?!''გუჩის ტრაგედიამ უამრავი ადამიანი შეძრა. თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრის პოტსში ეწერა, რომ გუჩი პატრონმა მიატოვა, რადგან პოლონეთში მიდიოდა. მაპატიეო, უთხრა და წავიდა. გუჩის პატრონი პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ეს სიმართლე არ არის.

,,გუჩის ფოტო თავშესაფრის გვერდზე ვნახე, ცუდ მდგომარეობაში იყო, ძალიან მოწყენილი და სევდიანი თვალები ქონდა. ისე შემეცოდა, ვიჩუქე.ძალიან ჭკვიანი და თბილი ძაღლი იყო… 27 აგვისტოს  ერთი შეტევა ჰქონდა. ის ღამე ერთად გავათენეთ. ვეტერინარმა მითხრა, რომ მოწამლული იყო. 28-ში ღამე კრუნჩხვები დაეწყო, ამჯერად მთელი ღამე 5-წუთიანი ინტერვალებით ითიშებოდა. ერთ-ერთი ურთულესი ღამე იყო ჩემთვის, ძალიან იტანჯებოდა და ვერ ვშველოდი.

დილით ხელით ჩავიყვანე, მანქანაში ჩავისვი იმ იმედით, რომ მიუხედავად მარიამობისა, ღია კლინიკას ვიპოვიდი. დიდი ხნის ძებნის შემდეგ სამგორში ერთ-ერთ კლინიკაში ექიმმა მითხრა, რომ ჰემატომა ჰქონდა და ვერ გადარჩებოდა, სპაზმებს ვერ შეუჩერებდნენ.

მისი ტანჯვის ყურება არ შემეძლო მეგობარმა შემომთავაზა, ელიზბარშვილის თავშესაფარში დროებით დაგეტოვებინა. ასეც მოვიქეცი.პერსონალს დახმარება ვთხოვე, რომ 1 დღით თუ თავისუფალი ვოლიერი ჰქონდათ, გუჩი მოეთავსებინათ, კვირას მივიდოდი და წამოვიყვანდი. ბატონი თამაზი მოვიდა და მითხრა რომ დამეხმარებოდნენ.

კვირას, 12:17 თავშესაფრის თანამშრომელმა დამირეკა რომ ძაღლი მოკვდა. ვისაც ძაღლი გყავთ და ცხოველები გიყვართ, მიხვდებით, რა მდგომარეობაში ვარ ახლაც. ზუსტად 2 წუთში ჩემმა დამ ბატონი თამაზის პოსტი მაჩვენა რომელიც ვერც კი წავიკითხე ბოლომდე, სიტყვებს ვერ ვპოულობ, არ ვიცი, რა დავარქვა უაღესად უღირს ნამოქმედარს და თავად თქვენ რა გიწოდოთ, ,,ბატონო” თამაზ. თქვენს შელახულ რეპუტაციას და შავ საქმეს გუჩის ისტორიის დამახინჯება და ადამიანის ღირსების და პატივის შელახვა ვერაფერს შეჰმატებს… თავად თქვენ კი ჩემგან საკადრის პასუხს მიიღებთ თქვენი ,,მზეობისთვის”, როცა შეგხვდებით და აუცილებლად მალე შევხვდებით… რა პოლონეთი?! რა გაჭირვება?! რა მაპატიე და წავიდა…”.