გელა დაიაური განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონზე, ზურაბ ზვიადაურზე წერს:
,,კაცს, რომელსაც ძმა და მეგობარი მოუკლეს და მოგერიების მიზნით მკვლელს ესროლა, მერე მკვლელი საავადმყოფოში გადაიყვანა და ჩაბარდა პოლიციას, კაცს, რომელმაც თავისი ქვეყანა ასახელა ოლიმპიადის მოგებით, კაცს, რომელიც 17 წლის მერე პირველ შვილს ელოდება, თუ ციხისთვის გაიმეტებთ, შეგირცხვათ სინდისიც, სამართალიც და ქვეყანაც.
და თქვენ, კლავიატურის მოჩხაკუნენო,, ვინც აუგს ამბობთ ზურაბ ზვიადაურზე, უკვე ხართ უნამუსოებიც, უსამართლოებიც და უღმერთოებიც!”.

