ელენე ორჯონიკიძემ ფეისბუწში დაწერა რომ უცნაური არსება ნახეს კუს ტბაზე.
,,ეს არსება ნახეს ახლა კუს ტბის ტერიტორიაზე და ხომ ვერ მეტყვით, რა ჯიშის წარმომადგენელია? წამოყვანას ვფიქრობთ, ძალიან უსუსურია”. ციტა ხნის შემდეგ დაწერა, რომ ძილგუდა აღმოჩნდა და ზოოპარკში დაიტოვეს.
,,ძილგუდაა ეს საყვარელი არსება. კარგად არის, ზოოპარკში დაიტოვეს, რომ გადაარჩინონ და მოუარონ. ზოგადად არ იტოვებენ, მაგრამ ისეთი პატარა და უსუსურია, ძალიან შეეცოდათ და გამონაკლისი დაუშვეს. ძალიან საყვარელი ადამიანები აღნოჩნდენ ზოოპარკის ვეტერინარები და თანამშრომლები”.
ძილგუდა ბინადრობს ფუღუროებში, ზამთრობით ეძლევა ძილქუშს. საქართველოში გვხვდება ძილგუდას 2 ქვესახეობა: ჩვეულებრივი ძილგუდა და კავკასიური.

