დიხაშხო სოფელია ვანის მანუციპალიტეტში. სულხან-საბას მიხედვით, ,,დიხაშხო” უნაყოფო მიწას ნიშნავს. დიხაშხოს თერმული აუზები ბუნების სასწაულია. გეიზერის მიერ შექმნილ აუზებში გოგირდოვანი წყლები მოედინება და წყლის ტემპერატურა ზამთარშიც კი 35 გრადუსს აღწევს. წყალი 24 საათის განმავლობაში მოედინება და პერიოდულად ახალ-ახალი აუზებიც კეთდება.
ადგილობრივების თქმით, ბუნებრივი ქანებიდან ამომავალი გოგირდის სამკურნალო თერმული წყალი 100 წელზე მეტია, რაც ამ სოფელში ამოედინება. ეს აუზები, რაშიც ახლა თერმული წყალია დაგუბებული, ბუნებრივი ქანებისგან არის წარმოქმნილი და აგრძელებს ამ ქანების წარმოქმნას. ახალი აუზი რომ შერიქმნას, რამდენიმე ათეული წელი სჭირდება.
დიხაშხოს გოგირდოვან წყლებს ბევრი სამკურნალო თვისება აქვს. როგორც ამბობენ, არაჩვეულებრივია საყრდენ-მამოძრავებელი, გინეკოლოგიური, ცენტრალური ნერვული სისტემის, ჭარბი წონის, სოკოვანი დაავადების, კანის დაავადებების სამკურნალოდ. თეთრ აუზებში მოლივლივე კამკამა, ლურჯი, ცხელი წყალი შესანიშნავია განტვირთვის.
დიხაშხოს გოგირდოვანი აუზები ვანიდან 6 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. აუზებთან მიდის სამანქანო გრუნტის გზა. ქუთაისიდან დიხაშხოს ჭალებამდე მანქანით დაგჭირდებათ 35 წუთი. მანძილი 30 კილომეტრია.


დიხაშხო სოფელია ვანის მანუციპალიტეტში. სულხან-საბას მიხედვით, ,,დიხაშხო” უნაყოფო მიწას ნიშნავს. დიხაშხოს თერმული აუზები ბუნების სასწაულია.