ექიმი დინა ნემსაძე:,,ჩემი კოვიდ დღიური
17 მარტი – პირველი დოზა ვაქცინა.
9 ივნისი- მეორე დოზა ვაქცინა.
6 აგვისტო – ინფიცირება: ქუჩაში დავეხმარე ნაავარიებს. თავზე დამადგა უამრავი ადამიანი პირბადის გარეშე. 20 წუთი ვერ შევძელი მათი მოგერიება და დავინფიცირდი.
დღე 1. 9 აგვისტო – უსიმპტომოდ, ავიღე ტესტი და პოზიტიური ვარ.
დღე 2. იზოლაცია – გამეჭედა ცხვირის მარცხენა ნესტო.
დღე 3. გამეჭედა მარჯვენა ნესტოც.
დღე 4. ცხვირი მაქვს გაჭედილი. ვხმარობ გამხსნელს. თავს ვგრძნობ ჩვეულებრივ. დავკარგე ყნოსვა.
დღე 5. იგივე
დღე 6. გამეხსნა ცხვირი. დამიბრუნდა ყნოსვა.
დღე 7. 15 აგვისტო, დამთავრდა ვირუსთან ბრძოლა.
დღეს მე-11 დღეა.
აქვე, არც ერთი ჩემი კონტაქტი არ დაინფიცირდა! ბევრად უფრო ცუდად მიგრძვნია თავი ჩვეულებრი გაცივებისას! ჩემთან ერთდროულად ინფიცირებულები, ჩემზე პატარებიც და ყოჩაღებიც – ებრძოდნენ საშინელ დაავადებას- კოვიდს და ზოგი ახლაც აგრძელებს ამ ბრძოლას!
ანუ ვაქცინის ბენეფიტი: დაავადება წარიმართა პრაქტიკულად უსიმპტომოდ. შეწყდა გავრცელების ჯაჭვი! არ დამჭირდა ექიმი, კლინიკა, კვლევები, წამალი და ა.შ!
და კიდევ, საოცარი იმედის შეგრძნება,როდესაც ვირუსს ეჩეხები, ღელავ, განიცდი და იქვე ძალიან მალე მოდის ფიქრი: მე ხომ ვაქცინირებული ვარ!
გთხოვთ, გემუდარებით, დახვდით ამ ვირუსს იმუნურები! აიცერით! შეწყვიტეთ ვირუსის გავრცელება!
P.S გაავრცელეთ ჩემი დღიური”.

