ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა

ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალადილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა, რომელსაც 5 ივლისის აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ და სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

„დილით გარდაცვლილი იპოვა დედამისმა ლოგინში… მიზეზი ჯერ არ იციან,“ – წერს ლევან შერმადინი.

გარდაცვალების მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს ექსპერტიზა.