ნიკოლო ღვინიაშვილი (ბარტი) არის ტრანსგენდერი მამაკაცი, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად მიიჩნევს. 2014 წელს გაცემული სამედიცინო ცნობით, მისი სამედიცინო დიაგნოზია ,,ტრანსსექსუალიზმი”. ამჟამად ნიკოლო ღვინიაშვილის მეორეადი ბიოლოგიური ნიშან-თვისებები, მათ შორის გარეგნობა, სრულ შესაბამისობაშია მამაკაცის მახასიათებლებთან.
-მე ვარ ქართველი ტრანსგენდერი მამაკაცი. მყავს შვილები და უკვე შვილიშვილებიც. საყვარელი ქალი, რომელთანაც ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი მაქვს გატარებული.
შემიძლია გავიხსენო შემთხვევა, როდესაც მოვხდვი რეანიმაციაში და სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფს არავის დანახვა მინდოდა, გარდა მისი თვალებისა და მისი თბილი თითების შეხებისა, რის საშუალებაც არ მომეცა, მხოლოდ იმის გამო, რომ სახელმწიფო მიწყვიტავს, რომ ის არ არის ჩემი ოჯახის წევრი და არ შემოუშვეს ჩემს სანახავად.
ზოგი ადამიანი არ ცხოვრობს იმდენი ხანი, რამდენიც ჩვენ ერთად გვაქვს გატარებული. ის არის ჩემი ოჯახის სრულუფასოვანი წევრი და უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ჩემს მაგივრადაც მიიღოს ჩემს სიცოცხლეზე გადაწყვეტილება, როდესაც არ მაქვს საშუალება, რომ თავად გავცე ექიმს პასუხი, – ყვება ნიკოლო.
ნიკოლოს შვილი, თიკო ყვება:
-ბარტი არის ძალიან მზრუნველი, ჩემთვის და ჩემი შვილებისთვისაც და მისი ასეთი სიყვარულის გამო ვცდილობ, აქტიურად ჩავერთო ყველა აქციაში თუ აქტივობაში, მაგრამ ორი მცირეწლოვანი შვილის გამო როგორც ვახერხებ, ისე ვერთვები.
მინდა, რომ ჩემმა შვილებმა არ იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, სადაც არის ჰომოფობიური გარემო, სადაც ჩემი ოჯახის წევრს აყენებენ შეურაცხყოფას. მინდა, რაღაც შეიცვალოს ამ ქვეყანაში. ჩემს მშობელსაც ისევე უნდა ჰქონდეს სიყარულის უფლება, როგორც მე მაქვს.
თანასწორობის მოძრაობა
