მარი წივწივაძე: ,,აპარატზე ვიყავი შეერთებული, უკვე გამორთვას აპირებდნენ და… მას მერე ყოველ დილას 3 სანთელს ვანთებ”

მარი წივწივაძე: ,,აპარატზე ვიყავი შეერთებული, უკვე გამორთვას აპირებდნენ და... მას მერე ყოველ დილას 3 სანთელს ვანთებ''ეს მარი წივწივაძის საოცარი ამბავია, რომლის შესახებაც საზოგადოებას თავად უამბო:

,,2013 წელს ინგოროყვას კლინიკაში კომაში მყოფი რეანიმაციაში ვიწექი 18 დღე. როცა უკვე გადარჩენის 1% აღარ იყო და აპარატი უნდა გამოერთოთ, სოფლებიდან სანათესაო ჩამოვიდა და გამომიგლოვეს. ჩემს ქმარს მოუვიდა აზრად მამაოს მოყვანა და თავთან ჩემი სახელობის ხატი დამიდო. ჯანმრთელობის ლოცვა წამიკითხა მამაომ, მერე ჩემი გოგონა და დედაჩემი შემოიყვანეს, გამოემშვიდობეთ, ვთიშავთ აპარატსო და ბრახ, ინათა! მესმის დედაჩემის კივილი, შვილო, ცოცხალი თუ ხარ, მანიშნეო. მეც ხელი ხელზე მოვუჭირე და ცოცხალია, ცოცხალიო, გავარდა აკივლებული და ატირებული!

მწარედ მახსოვს, გარეთ 300-მა კაცმა იხუვლა, გადარჩაო. რომ გამოვეწერე, მას მერე ყოველ დილას 3 სანთელს ვანთებ. დიდია უფლის რწმენა. მე გადავრჩი”.