,,ლექსომ გუშინ მითხრა, სანამ მირტყამდნენ, ყველაზე უსუსური კაცი ვიყავი, ყველაფერი წარმოვიდგინე, რასაც შეიძლებოდა იქ გიშვებოდნენო” – მირანდა ბაღათურიას ემოციური ჩართვა

,,ლექსომ გუშინ მითხრა, სანამ მირტყამდნენ, ყველაზე უსუსური კაცი ვიყავი, ყველაფერი წარმოვიდგინე, რასაც შეიძლებოდა იქ გიშვებოდნენო" - მირანდა ბაღათურიას ემოციური ჩართვა,,ის, რომ მე ცოცხალი ვარ, ეს ლექსოს დამსახურებაა”, – ამბობდა ,,ტვ პირველის” ჟურნალისტი, მირანდა ბაღათურია, რომელიც 5 ივლისს ოპერატორ ლექსო ლაშქარავასთან ერთად მუშაობდა. მათ მოძალადეები თავს დაესხნენ და უსასტიკესად გაუსწორდნენ.

-ეს არის შედეგი, რაც ვნახეთ 5 ივლისს. განადგურდა მედიაკორპუსი. 99 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ამით არის გამოწვეული. გადამეფარა და ეს კიდევ ათმაგად მძიმეა ჩემთვის. თითქიმის 20 წელია, რცა ოპერატორია და ბოლო კადრები გადაიღო ჩემთან ერთად. თან იყო საშინელი ძალადობის მსხვერპლი. ამას რომ ვლაპარაკობ, მგონია, რომ ადამიანები ვერ აღიქვამენ, რაზე ვლაპარაკობ. ლექსოს 20-მდე ადამიანი ურტყამდა საკმაოდ დიდი ხანი. ის რომ ცოცხალი იყო, ყველაზე ბედნიერი ვიყავი და ახლა, 5 დღის მერე რომ აღარ არის ცოცხალი, არ ვიცი, რა ვთქვა,

ეს არის ის, რასაც წლების განმავლობაში გვიკეთებენ, რომ მედიის წარმომადგნლები მათთვის არაფერს ნიშნავს. მე მინდა, ყველა იმ ადამიანს ვუთხრა, ვინც ამართლებდა ჩვენ მიმართ ძალადობას, რომ მრცხვენია მათ მაგივრად და იმედია, ამ მძიმე შედეგსაც არ ამართლებენ.

გუშინ უკანასკნელად ვნახე ლექსო და მითხრა, მირანდა, ამ საქმეს ხომ წავიღებთ სტრასბურგშიო. მე ვუთხარი, რა თქმა უნდა, ყველა ერთად წავიღებთ-მეთქი. ახლა ლექსო ვეღარ წაიღებს, თუმცა მის ნაცვლად ყველა წავიღებთ. რამდენი წელიც ვიარსებებ და რამდენი წელიც ამ პროფესიაში ვიქნები, ლექსოს უფლებების დასაცავად ვიბრძოლებ.

ემოციურად ვართ გადადგურებულები, ეს არის ის სიტუაცია, რისი მიღწევაც უნდოდა ხელისუფლებას, ახლა მართლა უსუსურები ვართ, რომ ნახოთ, რა მდგომარეობაში აშუქებენ ამ ამბავს ჩვენი კოლეგები… თუმცა რაც უნდა თქვას ექსპერტიზამ, ეს შედეგი აუცილებლად გამოწვეულია იმ დაზიანებებით, რაც მიადგა 5 ივლისს. ის თავისი პროფესიის გამო აწამეს…

გუშინ მეუბნებოდა, სანამ მირტყამდნენ, ყველაზე უსუსური კაცი ვიყავი, იმიტომ, რომ ყველაფერი წარმოვიდგინე, რასაც შეიძლებოდა იქ გიშვებოდნენ და მე რომ ვერაფრით გეხმარებოდიო. ახლა მე ვარ ყველაზე უსუსური, რომ მას ვერაფრით დავეხმარები, _ ამბობს მირანდა გარდაცვლილ მეგობარზე.