ჯორჯ კობი – ქართველი ემიგრანტი, რომელმაც ამერიკას შობა აჩუქა

ჯორჯ კობი – ქართველი ემიგრანტი, რომელმაც ამერიკას შობა აჩუქამსოფ­ლი­ო­ში სა­ა­ხალ­წო ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო­ე­ბის გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი ქარ­თვე­ლი – ჯორჯ კო­ბია (გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძე).

– ჯორჯ კობი ამე­რი­კა­ში მი­ნის მრეწ­ვე­ლი იყო, მი­ლი­ო­ნე­რი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი მრეწ­ვე­ლო­ბა ჰქონ­და, _ ამბობს ემიგ­რა­ცი­ის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი რუ­სუ­დან კო­ბა­ხი­ძე, _ ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო­ე­ბის გა­მოშ­ვე­ბა მან 1940-იან წლებ­ში და­ი­წყო. მა­ნამ­დე ის ამ­ზა­დებ­და სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ამ­პუ­ლებს, კოლ­ბებს ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის­თვის. მან­ვე და­ამ­ზა­და ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლის მიერ შექ­მნი­ლი თვითმფრი­ნა­ვის ზემ­ტკი­ცე მი­ნის კა­ბი­ნა, გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლის მიერ შექ­მნი­ლი პირ­ვე­ლი ამე­რი­კუ­ლი სუ­ნა­მოს ფლა­კო­ნე­ბი.

ოთხი ქარ­თვე­ლი ამე­რი­კა­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და ძა­ლი­ან დიდი კვა­ლი და­ტო­ვეს. ესენ იყ­ვნენ – ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლი, გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი, ჯორჯ კობი და ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნი. ბა­ლან­ჩინ­მა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამე­რი­კა­ში ბა­ლე­ტი შექ­მნა. ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლი კი ამე­რი­კის სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ის მა­მამ­თავ­რად არის წო­დე­ბუ­ლი, რომ­ლის მფრი­ნა­ვი აპა­რა­ტიც 2025 წლამ­დე ნა­ტო-ს შე­ი­ა­რა­ღე­ბა­შია და­ტო­ვე­ბუ­ლი.

ჯორჯ კო­ბიმ (გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძემ) ნაძ­ვის ხის მი­ნის სა­თა­მა­შო­ე­ბამ­დე ელექტრო სან­თლე­ბი გა­მო­უშ­ვა, რო­მელ­შიც სპე­ცი­ა­ლურ ქი­მი­ურ სი­თხეს ას­ხამ­და. რო­დე­საც სან­თლე­ბი ელექტრო­სა­დენ­ში ირ­თვე­ბო­და, სან­თლებ­ში შიგ­ნით ფე­რა­დი ბუშ­ტე­ბი წარ­მო­იშ­ვე­ბო­და და ულა­მა­ზე­სი სა­ნა­ხა­ვი იყო. მა­ნამ­დე ნაძ­ვის ხეზე ჩვე­უ­ლებ­რივ, ალ­მო­კი­დე­ბულ სან­თლებს ამაგ­რებ­დნენ და ხან­ძრის გა­მოწ­ვე­ვის საფრ­თხეს ქმნი­და ან იწ­ვევ­და.

ჯორჯ კო­ბის პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბა ნაძ­ვის ხის მი­ნის სა­თა­მა­შო­ე­ბის თეთ­რი ფე­რის იყო და შემ­დეგ წლებ­ში და­ი­წყო ფე­რა­დე­ბის გა­მოშ­ვე­ბა. ყუთ­ზე წარ­წე­რე­ბი კეთ­დე­ბო­და ფრან­გულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე, რად­გან პრო­დუქ­ცი­ის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი კა­ნა­და­ში გა­დი­ო­და.

მა­საც ჰქონ­და პრობ­ლე­მე­ბი, ერთი პე­რი­ო­დი გა­კოტ­რდა, მაგ­რამ იმ­დე­ნად ჭკვი­ა­ნი, ნი­ჭი­ე­რი და ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა იყო, რომ მა­ლე­ვე ფეხ­ზე წა­მოდ­გა! იგი სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყო ჩა­მო­სუ­ლი, ბევ­რი სა­სი­კე­თო რამ გა­ა­კე­თა, ბევ­რსაც გეგ­მავ­და, მაგ­რამ აქ და­ჭე­რის საფრ­თხე შე­ექ­მნა და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, თა­ვი­სი სამ­შობ­ლო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

ამბები