გარდაიცვალა ცნობილი მეარღნე, თბილისის კოლორიტი – ვინ იყო კაცი, რომლის დაკრულზეც ყველა მთავრობა ცეკვავდა

გარდაიცვალა ცნობილი მეარღნე, თბილისის კოლორიტი - ვინ იყო კაცი, რომლის დაკრულზეც ყველა მთავრობა ცეკვავდაცნობილი მეარღნე და აკორდეონისტი, თბილისის კოლირიტი, ელგუჯა ომიაძე გარდაიცვალა.

-12 წლიდან ვუკრავ. ყველა მთავრობასთან დამიკრავს. ვასილ მჟავანაძემ ჟანგიანო დამარქვა. მატაციკლეტი მყავდა, ,,ცეპი” გადამიძვრა და გავაკეთე, ხელები ჭუჭყიანი მქონდა.რომ მივედი რესტორან ,,ფაცხაში” (იქ იყო კუპე, მჟვანაძის კუპეს ეძახდნენ და ის სულ დაკავებული იყო), იქ იყო ვასო გოძიაშვილი. რომ დავუკარი, ეგ რა ჟანგიანი ხელები გაქვსო, მჟავანაძემ მითხრა და ,,კლიჩკად” ჟანგიანო შემრჩა, ამ სახელით მიცნობენ. ,,მე ვარ პაცანა ბუნების შვილი” _ მჟავანაძის საყვარელი სიმღერა ეს იყო.

შევარდნაძეს უყვარდა ,,ისევ ის ბიჭი ვარ, ხუჭუჭა, პატარა”. მე მაგის კამპანიაში ვუკრავდი ერთხელ და ბიჭებმა მითხრეს, სიგნალი მიეცი, შევარდნაძე რომ სადღეგრძელოს იტყვისო და მეც დავუკარი მანქანის სიგნალი. შევარდნაძემ მითხრა, შენ ამათ ნუ უსმენ, ესენი დაგღუპავენო, – ყვებოდა დუტა სხირტლაძის გადაცემაში თბილისის კოლორიტი.