გაფრთხილება: ,,დღის 11 საათიდან საღამოს 8-9 საათამდე ფანჯრები არ გააღოთ!”

გაფრთხილება: ,,დღის 11 საათიდან საღამოს 8-9 საათამდე ფანჯრები არ გააღოთ!"ზაფხული თავისი ცხელი დღეებით მხოლოდ შემაწუხებელი და უსიამოვნო როდია. ზედმეტად ცხელ დღეებს სითბური ტალღები ახლავს, რომლებიც ადამიანების ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მრჩეველი, ნია გიუაშვილი გადაცემაში ,,პირადი ექიმი” ამბობს, რომ გლობალური დათბობა და მასთან დაკავშირებული სითბური ტალღები ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე უფრო და უფრო მეტად გავლენას ახდენს და ეს ზემოქმედება მზარდია. ის არათუ იკლებს, არამედ არც კი ჩერდება.

ნია გიუაშვილი:

-დღის 11 საათიდან საღამოს  8-9 საათამდე ფანჯრები დახურული უნდა იყოს. ფარდები – ჩამოფარებული. თუ სპეციალური გამაგრილებელი არ გაქვთ, სველი პირსახოცი ძალიან კარგი იქნებოდა სიგრილის და ტენიანობის შესანარჩუნებლად. ვენტილატორის გამოყენებას აზრი აქვს 32 გრადუსამდე სიცხეში. ამაზე მეტი ტემპერატურის პირობებში ის ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას. პირიქით, ხელს შეუზწყობს ორგანიზმიდან სითხის ზედმეტად აორთქლებას. ამ დროს კონდენციონერი ყველაზე ეფექტური იქნება.
ღამის განმავლობაში ყოველთვის ღია უნდა იყოს ფანჯრები, თუმცა გამოიყენეთ ბადეები, რადგან დათბობის ერთ ერთი თანმდევი მოვლენა გახლავთ მწერების, ტკიპების, პარაზიტების არეალის გაფართოვება და გამრავლება.
ერთ-ერთი სქაუკეთესო გამაგრილებელი საშუალება გახლავთ წყლის მიღებაც. ბავშვებს და მოხუცებს წყურვილის შეგრძნება ნაკლები აქვთ, მათ მუდმივად სჭირდებათ შეხსენება, რომ წყალი დალიონ. მოხუცებს არც სიცხის სათანადო შეგრძნება აქვთ, ამიტომ მეტ ყურადღებას საჭიროებენ.
ზედმეტად ცივი სასმელი, ზედმეტად ცივი შხაპი არ არის გაგრილების უკეთესი საშუალება. ზომიერად ცივი მეტ ეფექტს იძლევა. დაბალი მინერალიზაციის სასმელი წყლებიც ასევე კარგი საშუალება გახლავთ გასაგრილებლად და დაკარგული მიკროელემენტების შესავსებად.

მშობლები.ჯი