აშშ-ის ვაქცინების წამყვანმა ექსპერტმა და Mayo Clinic-ის ექიმი, გრეგორი პოლანდი არავაქცნირებულ პირებს მიმართავს და იმუნიზაციისაკენ მიუთითებს.
-აუცილებლად გვექნება ახალი ტალღა. ნუ იფიქრებთ, რომ „აი, აქამდე მივაღწიე და არაფერი მომივიდა, კარგად ვარ“. დელტა ძალიან განსხვავებული შტამია. ის გიპოვით. და იპოვის ყველას, ვისაც ვირუსის მიმართ იმუნიტეტი არ აქვს. თუ ვაქცინირებული არ ხართ, ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგახართ. რაც უფრო მეტი პირი იქნება არავაქცინირებული, ახალი შტამები გაჩნდება, თან ისეთები, რომლებიც ვაქცნიერების ეფექტურობას თავს დააღწევენ. ასე რომ, ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი მტრები ჩვენივე თავის ჩვენვე ვართ,- განაცხადა გრეგორი პოლანდმა.
პრაიმტაიმი

