ზურა მასურაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან წერს, რომ დაკლული საქონელი ნახა პირდაპირ მინდორში, საიდანაც, სავარაუდოდ, რეალიზაციისთვის წაიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სინჯები აიღო და ლაბორატორიაში გადაგზავნილი კვლევისთვის.
,,ასე კლავენ უკანონოდ, სასაკლაოს გვერდის ავლით მსხვილფეხა, რქოსან პირუტყვს დედოფლისწყაროში, პირდაპირ მინდორში, თანაც, სავარაუდოდ, კონკრეტულ ძროხას რაღაც დაავადებაც ჰქონდა. წაღებულია ტანხორცი, დიდი ალბათობით რეალიზაციაშიც გაეშვებოდა. მთელი შინაგანი ორგანოები დატოვილია ჩემი მეურნეობის წინ, რაც ძალზე საშიშია ჩემი სტაციონარის ტიპის ფერმისთვის ,რომელიც დაკომპლექტებულია იმპორტირებული საქონლით”.

