გერმანიაში დროებით სამუშაოზე დასაქმებული ერთ-ერთი ქართველი ჯაბა ჩაჩანიძე „პალიტრავიდეოსთან“ ყვება, რომ მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, რის გამოც საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტეს.
ამბობს, რომ 3-მა ქართველმა გერმანია 5 დღის წინ დატოვა, 9 ადამიანი ხვალ მოდის საქართველოში, ერთმა კი საკუთარი სახსრებით სხვა სამუშაო იშოვა; 10 ქართველი კი ჯერჯერობით უკან დაბრუნებას არ აპირებს და მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდება.
ამბობს, რომ მოტყუებული უკან ვალებით ბრუნდება და სამართლებრივ დავას აპირებს. 24 ქართველი გერმანიაში დროებით სამუშაოზე 9 მაისს გაემგზავრა.
-გაუსაძლისია. 5 ლარით ვბრუნდებით ხვალ 10 ადამიანი. ვალი დამედო. აქ რომ წამოვსულიყავი, ვისესხე 800 ევრო, აქედან წამოსასვლელად კი 300 ევრო ვისესხე. სულ ნულზე დავრჩი. ვალები გადასახდელი მაქვს. ამის კომპენსაციას მოვითხოვთ, – ყვება ჯაბა ჩაჩანიძე.

