,,ტრ**ში გაირჭეთ, ბიჭო, თქვენი ვაჟა გაფრინდაშვილი, კაი ტიპი კაი ბიჭისგან არ აგერიოთ” – რას წერდა ბესო ზანგური, რომელიც შვილის დედამ ძალადობაში დაადანაშაულა

,,ტრ**ში გაირჭეთ, ბიჭო, თქვენი ვაჟა გაფრინდაშვილი, კაი ტიპი კაი ბიჭისგან არ აგერიოთ'' - რას წერდა ბესო ზანგური, რომელიც შვილის დედამ ძალადობაში დაადანაშაულარუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, რომელიც აგრესიული გამონათქვამებით გამოირჩევა ოპოზიციის მიმართ, სკანდალში გაეხვა. ყოფილმა ცოლმა, მსახიობმა, ნინუცა მაყაშვილმა ის ძალადობაში დაადანაშაულა და გადაცემა ,,ფარულ კონვერტში” განაცხადა, რომ ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად ძალადობდა და ორსული სცემა.

ბესო ზანგური ,,კაი ტიპობაზე” წერდა მაშინ, როცა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებს ჰყავდათ დატყვევებული ცხინვალის ციხეში.

,,ტრ**ში გაირჭეთ, ბიჭო, თქვენი ვაჟა და ზემოდან ექიმი გაიგეთ?კაცობაზე მორალებს ნუ კითხულობთ ძმაკაცების ცოლის მტყ**ელები, არაა ჩემთვის ეგ კაცი გმირი და არც კაი ტიპია. კარგი ტიპი რომ იყოს, მიმართვას, ქსივას მაინც გააფაბლიქებდა… კაი ტიპი კაი ბიჭისგან არ აგერიოთ, აქვე ვხსნი გაფაბლიქებას ექიმს ვაწერ.

ხმა და ზედმეტ ყ*ეობებს ნუ კერავთ, ჯერ ოსები რაის თქვენი მტრები არიან, მერე კიდევ დადეთ საბრალდებო დასკვნა რაც ოჯახს გადაეცა. დავწერე, ტვინში ნუ შემ*ემთ-მეთქი. დაიდოს საბრალდებო დასკვნა…

ჰო, გადაკვეთა და ეგაა ცოტნე, მანამდე არ კვეთავდა? არ დავწერდი, საერთო შეურაცხყოფის ქვეშ რომ არ მეგრძნო თავი. შეგე*ით ყველა დაწერილ შეგე*იში… თქვენ არც ვაჟა გაფრინდაშვილის კარგად ყოფნა გსურთ და არც ეროვნული სურვილები გამოძრავებთ. თქვენი მიზანია დესტრუქცია, საზოგადოების გახლეჩა, არანორმალური სამოქალაქო არეულობა, პოლიციის ცემა, პარლამენტის მოწამვლა და ტროლებით ადამიანების ბულინგი… ვიმეორებ,  თქვენ ხართ შემაფერხებელი ერთადერთი ძალა იმ ადამიანის თავისუფლების, რომელსაც გმირს ეძახით, თქვენ სიცოცხლეშიც ტროლებად დარჩებით. მართლაც თქვენთვის ისროლა ავრორამ, რომ ასეთ დემოკრატიულ და ლმობიერ მთავრობის ხელში ვართ, –  წერდა ზანგური 2019 წელს.