„იმედის“ კვარტეტი „სანდი” გრან პრის მფლობელი გახდა იტალიის საერთაშორისო კონკურსზე

„იმედის“ კვარტეტი „სანდი'' გრან პრის მფლობელი გახდა იტალიის საერთაშორისო კონკურსზევ.ი.ა „იმედის“ კვარტეტი „ სანდი” გრან პრის მფლობელი გახდა იტალიის საერთაშორისო კონკურსზე.

ბავშვთა საესტრადო ანსამბლ „იმედში“ თავისი არსებობის 40 წლის განმავლობაში უამრავი ნიჭიერი პატარა გაიზარდა, რომლის უცვლელი ხელმძღვანელია კომპოზიტორი ნიკოლოზ თითირაშვილი. უამრავი სოლო კონცერი, გასტროლი, სატელევიზიო პროექტებში მონაწილეობა, საერთაშორისო კონკურსი, ფესტივალი, საქველმოქმედო კონცერტია  ანსამბლის მეხსიერებაში.
„ იმედის“ საესტრადო სტუდიაში პატარების მიღება 3 წლის ასაკიდან იწყება, რადგან ადრეული ასაკიდან სწორად აღზრდა და მუსიკალურად განვითარება გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა _ ასე თვლის კოპოზიტორი ნიკოლოზ თითირაშვილი.
-იტალიაში გამოცხადებულ ონლაინ კონკურსზე Liberta Creativa  სოლო და კვარტეტის მიერ ცოცხალი შესრულების ჩანაწერები გავაგზავნეთ – მარტის ბოლოს უმცროს ასაკობრივ კატეგორიაში (5-7 წ.) და მოუთმენლად ველოდით შედეგს, რომელსაც ქულებით აფასებდა 27 ქვეყნის 54 ჟიურის წევრი. მათ შორის საქართველოდან ნიკოლოზ თითირაშვილი.

27 ქვეყნის მონაწილეები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იყვნენ გადანაწილებული და აფასებდნენ სრულიად სხვა კატეგორიებს. საინტერესო იყო, რომ ჟიურის ეგზავნებოდა მხოლოდ ბავშვის ასაკი და სიმღერის ცოცხალი ჩანაწერი, სადაც არი იყო მითითებული ქვეყანა. და აი, 7 აპრილს მოვიდა ონლაინ პასუხები (ქულებით ), რომელმაც ძალიან გაგვახარა: 5 წლის დეა გელიანმა – სახალისო სიმღერით მუტფილმიდან „მაშა და დათვი” – ინგლისურ ენაზე მიიღო 87,8 ქულა და III ადგილი – ლაურეატის წოდებით. 6 წლის ანა-მარია ეხვაიამ ლაღიძის „თბილისოს” რემიქსული ვარიანტით _  89,6 ქულა III ადგილი და ლაურეატობა. 5 წლის ნატალი მდინარიძემ საავტორო ფოლკის სტილის სიმღერით ,,თბილისური“ მიიღო 90,4 ქულა II ადგილი და ლაურეატობა.
განსაკუთრებით გაგვახარა კვარტეტის ,,სანდის” შედეგმა 98 ქულა და გრან პრი. ემოციებს ვეღარ ვიკავებდით, ვულოცავდით ერთმანეთს ასეთი დიდი სიხარულით. გავიხარეთ ყვლამ სწორედ ხარების წმინდა დღეს, – ამბობენ ანსამბლში.