,,4 თვეში დამთავრდა ყველაფერი” – ტარიელ ჭანტურიას ვაჟი გარდაიცვალა

,,4 თვეში დამთავრდა ყველაფერი'' - ტარიელ ჭანტურიას ვაჟი გარდაიცვალამხცოვან პოეტს, ტარიელ ჭანტურიას დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. მისი ვაჟი ირაკ­ლი ჭან­ტუ­რია გერმანიის კლინიკაში გარდაიცვალა. ის მძიმე სენს ებრძოდა. ირაკლი ჭანტურია ფართო საზოგდოებამ  გაიცნო ფილმიდან ,,სა­ნამ წვი­მა გა­დივ­ლი­დეს“, სადაც მედეა ჯაფარიძის პერსონაჟის შვილის როლს თამაშობს.

-იცი, რო­გო­რი ბიჭი იყო? ხე­ლისგულ­ზე ედო თბი­ლი­სი… რო­გორც მან ატა­რა თბი­ლი­სი ხე­ლის­გულ­ზე, ასე ხე­ლის­გულ­ზე ატა­რა თბი­ლის­მაც ირაკ­ლი. ,,ყველ­გან მი­ეს­ვლე­ბო­და“ ბიჭი იყო, ყველ­გან – სა­სურ­ვე­ლი, სა­დაც უნდა შე­ე­ღო კარი, და ისიც მარ­თლაც ყველ­გან იყო…

ის და­ე­მარ­თა, რაც გიო ხუ­ციშ­ვილს. გიოს რო­გორ უპატ­რო­ნა… ის­რა­ელ­შიც ირაკ­ლი გაჰ­ყვა. ჩემი და იქ მუ­შა­ობს და მა­ში­ნაც იქ იყო, გიო რომ ჩა­იყ­ვა­ნა… რო­გორც გიოს მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და სწრა­ფად, ირაკ­ლის­თა­ნაც ასე­ვე სწრა­ფად, 4 თვე­ში დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი. ირაკ­ლი ბო­ლოს გერ­მა­ნი­ა­ში, სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობ­და და, პრინ­ციპ­ში, არც დას­ცალ­და მუ­შა­ო­ბა, – მოუყვა ,,ამბები.ჯი-ს” ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი, დეპუტატი ქეთევან დუმბაძე.