ხათუნა არაზაშვილმა 5 000 ლარი იპოვა და პატრონს დაუბრუნა

ხათუნა არაზაშვილმა 5 000 ლარი იპოვა და პატრონს დაუბრუნახათუნა აზარაშვილმა 5 100 ლარი ნუცუბიძის მე-4 მიკროში იმ დროს იპოვა, როცა ძაღლს ასეირნებდა. ამბობს, რომ იმ წუთიდან პატრონის ძებნა დაიწყო. ყველანაირად ცდილობდა, პატრონი მალე მოეძებნა, რომ ნერვიულობა თავიდან აერიდებინა. თანხის პოვნიდან 1 საათში პატრონს ფული დაუბრუნა.
ხათუნა აზარაშვილი ამბობს, რომ ერთი წლის წინ სიმსივნე დაამარცხა და მას შემდეგ კიდევ უფრო მეტად დააფასა ადამიანური ურთიერთობები.

-ნებისმიერი ადამიანისთვის ჯანმრთელობა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რაღაცები. ერთი წელია, სიმსივნე დავამარცხე. ოპერაციები, სხივური თერაპიები… ეს ჯოჯოხეთური გზაა, მაგრამ, როცა საყვარელი ადამიანები გიდგანან  გვერდით, არ წაიქცევი, – ამბობს ხათუნა აზარაშვილი.

პალიტრავიდეო